ბაკურ სვანიძე ,,მხოლოდ ქართულზე”: ,,რაო, ბიძიკოებო, იფიქრეთ, “ჟღალი მიმინო” რაღა ღლეობააო და ამას ხალხი აიტაცებსო, ხო?”

იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში „მხოლოდ ქართულის“ ჟიურის აკრიტიკებს:
„სირცხვილი! არა – ოთხმაგი სირცხვილი! ეს რა ვნახე და მოვისმინე კაცო!
არა, ნუ, ვიღაცამ რაღაცა შეიძლება არ იცოდეს, კი ბატონო, მაგრამ ამზადებ ტელეგადაცემას სახელწოდებით “მხოლოდ ქართული” და ერთ-ერთ უცნობილეს ქართულ ლექსზე შექმნილი ერთ-ერთი უცნობილესი ქართული სიმღერა არ იცი! და თან იქით დასცინი იმას, ვინც იცის! როგორ მღერის, ეგ სხვა საქმეა! და თან ჟიური ხარ და თავი ექსპერტად მიგაჩნია!
არჩილ სულაკაურის მიერ გიორგი ლეონიძის მოსაგონრად დაწერილი ეს შედევრი არ იცი და კიდევ ნამუსი გიშვება იმას, რომ იქით დასცინი ვინმეს?
ცნობილი ქართველი კომპოზიტორის გოგი ცაბაძის მუსიკა!
სირცხვილი 1 – რომ ეს სიმღერა და ლექსი არც კი გაგიგია!
სირცხვილი 2 – ეს ხომ პირდაპირი ეთერი არ არის! ანუ რომ ჩაწერეს და დაამონტაჟეს, იმის მერეც კი ვერ გაიაზრეს, რამხელა სირცხვილი ჭამეს და ეს ეთერში გაუშვეს!
სირცხვილი 3 – მხოლოდ ამ სამმა “ძაანჟიურიმ” ხომ არ ნახა ეს ეთერში გაშვებამდე? ესე იგი იმ დანარჩენებმაც, ვინც ამ პროექტის მემონტაჟე, ოპერატორი, პროდიუსერი, რეჟისორი,  დირექტორი და ა.შ.-ა არც ერთმა არ იცოდა ეს სიმღერა!
სირცხვილი 4 – ისეთი ტონით და ისეთი “სოუსით” არის დადებული ეს ვიდეო “იუთბზე”, რომ მოლოდინი აქვთ, ხალხი ამ გოგოს დასცინებსო!
რაო, ბიძიკოებო, იფიქრეთ “ჟღალი მიმინო” რაღა ღლეობააო და ამას ხალხი აიტაცებსო, ხო? განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერის “ერთადერთ ბურჯად” რომ მოაქვს თავი, აი, ის “უშიკა” არის აქ სამარცხვინო და საცოდავი!
ამის მერე აი, მაგ ტუტუცმა სამეულმა ქართულ სიმღერაზე საერთოდ ხმა როგორ უნდა ამოიღოთ?

როგორი სახეებით უყურებენ ეს მუსიკისა და სიმღერის “დიადი ექსპერტები” ამ გოგოს ერთი შეხედეთ – “სად იპოვე შე საწყალო ეს სისულელეო!” თან “იუთბზეც” როგორი ირონიული სათაურით აქვთ ატვირთული – “ჟღალი მიმინოს პრემიერა მხოლოდ ქართულში”… ანუ, აქამდე ეს უაზრობა ვის ექნება წაკითხული და მოსმენილიო, არა?
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი!
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი!
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი!
ს ი რ ცხ ვ ი ლ ი!
ამის მერე რეალურად თავი ვეღარ უნდა გამოყონ ამათმა, მაგრამ სად ესენი და სად სირცხვილ-ნამუსი?“

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018