,,ასადის ცოლი ფუფუნებაში ცხოვრობს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ძონძებშია გახვეული”

“სირიის დიქტატორის, ბაშარ ასადის ცოლი ფუფუნებაში ცხოვრობს მაშინ, როცა მთელი ქვეყანა ძონძებშია გახვეული” – ამის შესახებ ფოქსნიუსი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასმა ალ ასადი დამასკოში, $1 მილიარდად შეფასებულ სასახლეში ცხოვრობს. სასახლე მხოლოდ 16 კილომეტრით შორსაა აღმოსავლეთ ღუტადან, სადაც სამთავრობო ძალები უდანაშაულო ადამიანებს ხოცავენ.

წყვილი 2000 წელს დაოჯახდა. მაშინ ბაშარ ასადი 35 წლის იყო, ქალი კი 25 წლის. მათ სამი შვილი ჰყავთ.

“ერთ დროს სირიის პრინცესა დიანად ცნობილ ქალს დღეს მთელი ქვეყანა ლანძღავს” – წერს გამოცემა.

2012 წელს ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო მასალებით ირკვევა, რომ მან მხოლოდ ავეჯში $350 ათასი გადაიხადა. ეს მაშინ, როცა ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებდა.

ასევე, მან $7 ათასად შეფასებული ფეხსაცმელი შეიძინა.

საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელშიც ის ცხოვრობს 1979 წელს ცნობილმა იაპონელმა არქიტექტორმა, ტანგე კენძომ დააპროექტა. მშენებლობა მილიარდ დოლარამდე დაჯდა.

1989 წელს გამოქვეყნდა მასალა, რომლის მიხედვითაც სასახლეში ოთახები მარმარილოს ფილებითაა მოპირკეთებული და ჯამში, სასახლეში ამ მასალის გამოყენება $10.6 მილიონი დაჯდა.

1975 წელს დაბადებული ასმა ალ ასადის მშობლები დასავლეთ სირიის ქალაქიდან, ჰომსიდან არიან. ეს ქალაქი ახლოსაა იმ ადგილთან სადაც ცოტა ხნის წინ სამთავრობო ძალებმა ქიმიური იარაღი გამოიყენეს და შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა.

აღმოსავლეთ ღუტა ერთ-ერთი ბოლო ტერიტორიაა, რომელსაც მეამბოხეები აკონტროლებდნენ. ქალაქი 4 წელზე მეტია ალყაში იმყოფება. ამ რეგიონში 400 000-მდე ადამიანი ცხოვრობს, რომლებსაც ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.

აღმოსავლეთ ღუტას გათავისუფლების ოპერაცია სირიის ხელისუფლებამ რუსეთის ავიაციის დახმარებით 18 თებერვალს დაიწყო.

სირიის ომის მსხვერპლთა შესახებ დაზუსტებული ციფრები არ არსებობს, მაგრამ პოლიტიკური კვლევების სირიული ცენტრის მონაცემებით, დაღუპულია 470 ათასი ადამიანი, გაერო-ს ინფორმაციით – 400 ათასი.

მედიანიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018