არჩილ ტატუნაშვილის მამა შვილის ორგანოების გადმოცემას ითხოვს საოკუპაციო რეჟიმისგან

მცხეთის პროკურატურაში ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის მამის,  გიორგი ტატუნაშვილის, გამოკითხვა დასრულდა.

8 საათიანი დაკითხვს შემდეგ გიორგი ტატუნაშვილს პირობა მისცეს, რომ გამოძიების მასალებზე შეუფერხებელი წვდომა ექნება.

ოჯახი ითხოვს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში მოითხოვოს საოკუპაციო რეჟიმისგან არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემა.

-გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით: თავისუფლების აღკვეთა ერთი ან ორი პირის მიმართ და მკვლელობა. ყველაზე მთავარი ორი საკითხია. დადგენილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. ამ ფაქტმა შესაძლოა, გაართულოს ექსპერტიზის ყოველმხრივი და სრულყოფილი ჩატარება. ამიტომ ვითხოვთ არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემას.

ხელისუფლებამ ეს საკითხი უნდა დააყენოს ყველა საერთაშორისო ფორმატში და დაეხმაროს ქვეყნის შიგნით მიმდინარე გამოძიებას. არ არის გადმოცემული არც სამართლებრივი და არც სამედიცინო დოკუმენტაცია“, – განაცხადა ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატმა თამარ ავალიანმა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018