არჩილ გამზარდია: ,,პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან ვიყავი სტუმრად”

ექსპერტი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუქში წერს, რომ პატრიარქის მოსაყდრეს, მეუფე შიოს შეხვდა და მასთან ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა.

„ორიოდე დღის წინ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიოსთან ვიყავი სტუმრად. ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა. განსაკუთრებით მომეწონა მისი უბრალოება და გულწრფელობა, მისი ჰუმანური და მშვიდი, გონივრული დამოკიდებულებები გამოწვევებთან.

ასევე რამდენიმე ხნის წინ ვესაუბრე მეუფე გრიგოლს. მომწონს მისი საინტერესო მოსაზრებები, ენერგიულობა და მოტივირებულობა.

თითოეულ მათგანს, ზოგადად, ჩვენს სასულიერო პირებს, შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალური ყურადღებით ვუსმენ, ვფიქრობ და ვაანალიზებ.

ჩვენი ეპისკოპატის მიმართ თანადროულად მაქვს კრიტიკული და პოზიტიური დამოკიდებულება. ყველა ვხედავთ, რომ საკმაოდ რთული გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს ეკლესია, ბევრი მიმართულებით.

სულ ვფიქრობ და ალბათ ასეცაა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის ეპისკოპატს სჭირდება უბრალოებაც, სიმშვიდეც, სიწრფელეც, ჯანსაღი აზრიც და მოტივირებულობაც, რა კატეგორიებიც ზემოთ დავწერე და რა დადებითი მხარეებიც ნამდვილად არსებობს, თუმცა შეიძლება გაბნეულიცაა ეკლესიის ეპისკოპატში, ცხადია იმ ნეგატიურ კატეგორიებთან ერთად, რაც არსებობს.

დანარჩენს ცხადია, ამ კონკრეტულ პოსტში ვერც დავტევ, ამაზე ხშირად ვმსჯელობთ და ალბათ კიდევ უფრო მეტს ვიმსჯელებთ მომავალშიც, ერშიც და ბერშიც. ეკლესია ყველასია და ვინც მის ნაწილად თვლის თავს, კიდეც უნდა გრძნობდეს საკუთარ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს”, – წერს გამზარდია.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018