,,არაფერი დამიშავებია” – 15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 66 წლის პედაგოგი ბრალს არ აღიარებს

15 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული 66 წლის პედაგოგი ბრალს არ აღიარებს. “კურიერის” კამერამ მამაკაცი მაშინ დააფიქსირა, როდესაც ის პოლიციის შენობიდან საავადმყოფოში გადაჰყავდათ. მწვრთნელმა კატეგორიულად უარყო, რომ ის გოგონას ავიწროვებდა.

“არაფერი დამიშავებია,”-ამბობს დაკავებული.

იმის შესახებ, რომ 66 წლის მამაკაცი სამეგრელოში გოგონათა საფეხბურთო გუნდის ახალწვეულზე სექსუალური ხასიათის დანაშაულს ჩადიოდა, “შაბათის კურიერში” გასული რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ გახდა ცნობილი.

სამართალდამცავებმა პედაგოგი გადაცემის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ დააკავეს და ბრალი წაუყენეს. მთელი დღის განმავლოაბაში სამეგრელოში დღეს იმ სკოლის პედაგოგების დაკითხვა მიმდინარეობდა, სადაც ბრალდებული დირექტორის მოადგილის პოსტს იკავებდა. სკოლის რამდენიმე თანამშრომელს დღეს დაგეგმილი დაკითხვის გამო რაიონიდან გასვლა აუკრძალეს.

სამართალდამცველებმა უკვე გაჩხრიკეს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, სადაც დაზარალებულის მტკიცებით მწვრთნელი გოგონაზე ძალადობდა. ვიდეომასალა, რომელიც ახლა სისხლის სამართლის საქმის მთავარი მტკიცებულებაა მსხვერპლმა სწორედ ამ ბინაში მობილური ტელეფონით გადაიღო.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018