ანი მიროტაძე: ,,ოცნებაში” საშინელი აღებ-მიცემობაა და იმედია, ივანიშვილი წმენდას დაიწყებს”

,,ქართული ოცნების“ ყოფილ წევს, ანი მიროტაძეს, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, ფორმალურად ჩაერთოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, არ გაჰკვირვებია.როგორც მერვე მოწვევის პარლამენტის წევრმა “ტვ. პირველის” ეთერში განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ ექსპრემიერი იმ “ქეისებს” გადახედავს, რომლებიც “ქართულ ოცნებაში” არსებულ აღებ-მიცემას და პოლიტიკურ კორუფციას ადასტურებს.

-ცხადია, მე ამას ველოდებოდი და ველოდებოდი იმ თავგასულობის ფონზე, რომელიც არის და რომელიც განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ამ ბოლო ხანებში. იმ საშინელი აღებ-მიცემობისა და პოლიტიკური კორუფციის გამო, რომელიც იყო “ქართული ოცნების” გუნდში და მე იმედს ვიტოვებ, რომ აქიდან დაიწყებს წმენდას (ბიძინა ივანიშვილი) და იმ ქეისების გადახედვას, რომლებიც დევს, – თქვა ანი მიროტაძემ.

ყოფილმა დეპუტატმა “თავგასულებზე” საუბრისას აღნიშნა, რომ გულისხმობს იმ ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლებასთან ახლოს არიან.

-ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ახლოს იყვნენ ხელისუფლებასთან, ძირითადად აღმასრულებელ ხელისუფლებაში. დანარჩენი უკვე შიდა საქმეა, როგორ გადაწყვეტენ და რა “ქეისები” აღმოჩნდება მის მაგიდაზე, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი “ქეისი” უკვე დევს. რაც შეეხება კონკრეტულ სახელებსა და გვარებს, მე, რა თქმა უნდა, თავს შევიკავებ, მაგრამ მყავს ე.წ ეჭვმიტანილები, რომლებმაც ხელისუფლება პირადი კეთილდღეობისთვის გამოიყენეს,  – განმარტა მიროტაძემ.

რაც შეეხება ყოფილი პრემიერის დაბრუნებას, ივანიშვილის გუნდის ყოფილი წევრი აღნიშნავს, რომ ექსპრემიერი პოლიტიკაში საკუთარი ძალაუფლების დასაბრუნებლად დაბრუნდა.

-ის დაბრუნდა საკუთარი ძალაუფლების დაბრუნებისთვის, რომლის მიტაცებასაც მისი გუნდის წევრები ცდილობდნენ. იმედი მაქვს, რომ ის წმენდას დაიწყებს საკუთარი გუნდიდან, იმ ლეგიტომაციის დასაბრუნებლად, რომელიც იყო ძალიან მაღალი, – დასძინა მიროტაძემ და ივანიშვილის დაბრუნება გამოუვალი მდგომარეობით ახსნა.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018