ამერიკული სამხედრო ხომალდები ევროპისა და ახლო აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ

აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების ჯგუფი ავიამზიდ “ჰარი ტრუმენის” მეთაურობით გამოვიდა ვირჯინიის შტატიდან და ევროპასა და ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება.

ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შევლენ სარაკეტო კრეისერი “ნორმანდია”, სარაკეტო ხომალდები “არლი ბერკი”, “ფორესტ შერმანი”, “ფარაგუტი”, “ჯეისონ დანემი” და “სალივანსი”.

სულ ამ ხომალდებზე 6.500 სამხედროა.

მოგვიანებით ამერიკულ ხომალდებს შეუერთდება გერმანული ფრეგატი “ჰესენი”.

პენტაგონმა ამ მანევრს გეგმიური უწოდა.

ადრე მედიაში დაიწერა, რომ სირიის სანაპიროსკენ დაიძრა 2 ამერიკული ხომალდი – “დონალდ კუკი” და “პორტერი”, რომელთა ბორტებზეც რამდენიმე ათეული ფრთოსანი რაკეტა ტომაჰავკია განთავსებული.

ჰურიეტის ცნობით, “დონალდ კუკს” რუსული თვითმფრინავები მიჰყვებოდნენ.

ამერიკული ხომალდების გადაადგილების შესახებ ინფორმაცია ასადის მიერ სირიაში ქიმიური იარაღია გამოყენებას მოჰყვა.

ტრამპმა თქვა, რომ განიხილავს საპასუხო დარტყმის შესაძლებლობას და ეს უახლოეს მომავალში შეიძლება მოხდეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018