ამერიკაში 911-ის თანამშრომელი ყურმილის დაკიდების გამო დააპატიმრეს

ტეხასში სამაშველო სამსახური 911-ის თანამშრომელი დამნაშავედ ცნეს.
მან საგანგაშო ზარის დროს ყურმილი დაკიდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

44 წლის კრენშანდა უილიამსს 10 დღითა და 18 თვით პირობით პატიმრობა მიესაჯა. 911-ის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უილიამსს არაერთხელ გაუწყვეტია საუბარი ტელეფონზე, როდესაც ადამიანები დასახმარებლად რეკავდნენ.

უილიამსი აცხადებდა, რომ ყურმილს კიდებდა, რადგან იმ მომენტში არავისთან ლაპარაკი არ სურდა.

იმედინიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018