ამბროსი გრიშიკაშვილი: ,,აფხაზეთში ელექტროენერგიას ფლანგავენ – უფასოდ, ჩვენ ტარიფს გვიზრდიან”

ამბროსი გრიშიკაშვილი ფეისბუქში  წერს, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიას ფლანგავენ, დანარჩენ საქართველოში კი ტარიფებს ზრდიან.

,,წარმოუდგენელი მფლანგველობა: ბოლო 5 თვეში ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტრორნერგიის 95% აფხაზეთის მხარემ მოიხმარა. კერძოდ, 2017 წლის 1 დეკემბრიდან დღემდე აფხაზეთმა, 220 ათასი მოსახლით, დახარჯა 911 მილიონი კილოვატი ენერგია, თბილისმა, თავისი მილიონნახევარი მოსახლითა და სამეურნეო ობიექტებით – 1 მილიარდ 112 კილოვატი. საქართველოს აქეთა ნაწილი დეფიციტს იმპორტით ივსებს მაშინ, როდესაც იქით ასე ფლანგავენ… უფასოდ. ჩვენ ტარიფს გვიზრდიან, აფხაზები ელექტროენერგიაში ფულს არ იხდიან.
აზრზე თუ ხართ, რა ხდება? პლუს, რუსული ბაზები არ დაგავიწყდეთ ოკუპირებულ აფხაზეთში…”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018