ავსტრიაში თავშესაფრის მაძიებლებს 840 ევროს გადახდა და მობილური ტელეფონის ჩაბარება მოუწევთ

ავსტრიის მთავრობამ თავშესაფრის მინიჭების ახალი წესები შეიმუშავა, რომელთა თანახმადაც, თავშესაფრის მაძიებელმა 840 ევრო უნდა გადაიხადოს და მობილური ტელეფონი ჩააბაროს. ინფორმაციას გერმანულენოვანი გამოცემა Zeit-იავრცელებს.

აღნიშნული თანხით თავშესაფრის მიღების განაცხადის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება, ხოლო მიგრანტის ტელეფონებში მონაცემები შემოწმდება.

კანონპროექტის თანახმად, კრიმინალური დანაშაულისთვის ძებნილი მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაცია მოხდება. ამას გარდა, თუ თავშესაფრის მაძიებლები დროებით სამშობლოში დაბრუნდებიან, ისინი  ავსტრიაში ცხოვრების უფლებას დაკარგავენ.

ავსტრიის მთავრობის მიერ შემუშავებული ზომების თანახმად, ლტოლვილებს ავსტრიის მოქალაქეობის მოთხოვნა ქვეყანაში ცხოვრების 6 წლის ნაცვლად, 10 წლის შემდეგ შეეძლებათ.

როგორც ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰერბერტ კიკლმა განაცხადა, მთავრობის მიზანია, შეწყდეს ავსტრიის თავშესაფრის მინიჭების სისტემის ბოროტად გამოყენება.

ავსტრიის მთავრობა საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს მომავალში წარუდგენს.

ტოპამბები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018