ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდმა მეცნიერები პანიკაში ჩააგდო – სამეცნიერო ექსპერიმენტი

მეცნიერმა, სახელად გორდონ გელლამმა, ბრიტანეთის ერთ–ერთ გამოცემას შეატყობინა, რომ დაახლოებით 1 საუკუნის წინ, ფლორიდაში (აშშ), ორინჯ–პარკის ლაბორატორიაში, შიმპანზესა და ადამიანის შეჯვარების ექსპერიმენტი ჩაატარეს. შედეგად დაიბადა ჰიბრიდი, თუმცა მეცნიერებმა თავისი ქმნილება შექმნილი პანიკის გამო მოკლეს.

გორდონმა ამ ქმნილებას “გუმანზე” დაარქვა, მოცემული ტერმინი თავად მოიგონა. ცნობისთვის, სწორედ ამ ადამიანმა დაამტკიცა, რომ მაიმუნი სარკეში საკუთარ თავს ცნობს. შეჯვარების თაობაზე მეცნიერმა იმ ნაცნობი პროფესორისგან გაიგო, რომელიც ამტკიცებდა, რომ იმ დროს ლაბორატორიაში მუშაობდა.

ექსპერიმენტს წინა საუკუნის 20–იან წლებში ატარებდნენ. მაშინ ძუ შიმპანზე კაცის სპერმით გაანაყოფიერეს.
დონორის სახელი გასაიდუმლოებულია. მაიმუნი დამაკდა, რის შემდეგაც სამყაროს ჰიბრიდი მოევლინა. ამავე წლებში ერთ–ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში ბიოლოგი ანალოგიური მეთოდით ცდილობდნენ სუპერ ჯარისკაცის შექმნას, მაგრამ მათი შრომა წარმატებით არ დასრულებულა.

რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 1967 წელს, ექსპერიმენტი ჩინეთში გაიმეორეს. ძუ მაიმუნი ნამდვილად დამაკდა, მაგრამ მეცნიერებმა გადაწყვიტეს, შეეჩერებინათ ეს ცდა, შედეგად მაკე ძუძუმწოვარი დააძინეს.

ამერიკული ჰიბრიდიც დააძინეს. ამის მიზეზი მეცნიერების მორალური და ეთიკური შეხედულება იყო, ასევე საერთო პანიკა მისი ქმნილების გამო.

ყველაფრის მიუხედავად, გელაპი თვლიდა, რომ ადამიანთან ნებისმიერი მაიმუნის შეჯვარება შეიძლებოდა. ყველაზე შესაფერისი სახეობები კი, მისი აზრით, იყვნენ გორილები, ორანგუტანგები და შიმპანზეები.

ამბები.ჯი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018