ზვიად გამსახურდია დღეს 79 წლის გახდებოდა – პირველი პრეზიდენტის უნიკალური ჩანაწერი – ვიდეო

ზვიად გამსახურდია დღეს 79 წლის გახდებოდა - პირველი პრეზიდენტის უნიკალური ჩანაწერი - ვიდეოზვიად გამსახურდია დღეს, 31 მარტს79 წლის გახდებოდა.

ზვიად გამსახურდია თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტია, ის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ 1991 წლის 9 აპრილს პრეზიდენტად აირჩია.

სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ზვიად გამსახურდია 1992 წლის 6 იანვარს გადადგა პრეზიდენტის პოსტიდან. 1993 წლის დეკემბერში ზვიად გამსახურდია დევნილობაში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

1991 წლის 31 მარტს, პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გადაწყეტილებით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა.

შეკითხვაზე: “ხართ თუ არა თანახმა, რომ აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე”- საქართველოს მოსახლეობის 98%-მა დადებითად უპასუხა.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

აღსანისნავია, რომ რეფერენდუმზე საქართველოს დამოუკიდებლობასა და ერთიანობას აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობის უმრავლესობამაც დაუჭირა მხარი.