თბილისში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლთან მოკლეს, დაჭრილია მისი ოჯახის დამხმარე ქალი

თბილისში ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საკუთარ სახლთან მოკლეს, დაჭრილია მისი ოჯახის დამხმარე ქალიცოტა ხნის წინ თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე საცხოვრებელ სახლთან მოკლეს, თვითმხილველი კი დაჭრეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს  ნუგზარ კახიძის რძალმა, თამარ გამყრელიძემ განუცხადა.

მისი თქმით, დაჭრილია ბიზნესმენის დამხმარე ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.