სამედიცინო ექსპერტი: ,,ტატუნაშვილს თითი არ აქვს მოჭრილი, მაგრამ იმდენი დაზიანება აქვს მთელ სხეულზე, ვერ ჩამოვთვლი”

სამედიცინო ექსპერტი: ,,ტატუნაშვილს თითი არ აქვს მოჭრილი, მაგრამ იმდენი დაზიანება აქვს მთელ სხეულზე, ვერ ჩამოვთვლი"წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არჩილ ტატუნაშვილს თითი ჰქონდა მოჭრილი, სიმართლეს არ შეესაბამება.

-დაზიანებები აღწერილი გვაქვს, ფოტოები გადაღებულია და დასკვნის გაცემის შემდეგ იქ ყველაფერი იქნება აღნიშნული. ისეთი მრავლობითი დაზიანებები იყო მთელ სხეულზე, რომ ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ინფორმაცია, თითქოს თითი ჰქონდა მოჭრილი სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა თითი ჰქონდა არჩილ ტატუნაშვილის გვამს. დაზიანებები უპირატესად იყო მკვრივი, ბლაგვი საგნით განვითარებული, რაც გამოიხატება სისხლჩაქცევების, ნაჭდევების სახით, ზოგან კანის მთლიანობის დარღვევით, მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით, ძირითადად ამ სახით იყო გამოწვეული დაზიანებები. დაზიანებები იყო მთელი სხეულის მიდამოებში, ზემო და ქვემო კიდურების მიდამოებში, ზურგის, თავის მიდამოში და სხეულის მთელ ზედაპირებზე, – განაცხადა ექსპერტმა.

ექსპერტი არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზებზე წინასწარ არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა ნაწამები იყოს.