ქეთა თოფურია: ,,შვილმა ნამდვილი სკანდალი მომიწყო”

ქეთა თოფურია: ,,შვილმა ნამდვილი სკანდალი მომიწყო"რუსეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ქეთა თოფურია თავის შვილთან, ოლივია გეიხმანთან ერთად ხშირად ჩნდება სხვადასხვა საღამოებზე.
– დღეს, მაგალითად, ნამდვილი სკანდალი მომიწყო, როცა ვუთხარი, რომ ჩვენებაზე მივდიოდი და თან არ მიმყავდა. საერთოდ სულ თან დამყავს. როცა ასეა, ერთი მხრივ, კარგად ვარ, მეორე მხრივ კი ბევრს ვნერვიულობ, რადგან მინდა, მასაც ყურადღება მივაქციო და სხვა ადამიანებსაც, ამას კი ვეღარ ვახერხებ, – ყვება ქეთა თოფურია ერთ-ერთ ინტერვიუში.