Lady Taxi ქუთაისში – მძღოლები მხოლოდ ქალები არიან

Lady Taxi ქუთაისში  - მძღოლები მხოლოდ ქალები არიანრამდენიმე ქუთაისელმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა Lady Taxi-ს შექმნა, რომელიც მოემსახურება ქალებს, მამაკაცებს, ბავშვებს, წყვილებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განურჩევლად სქესისა და ეროვნებისა. მათი დაცვის სისტემა გულისხმობს უსაფრთხო გადაადგილებას ნებისმიერი მგზავრისთვის.

კომპანიის განსხვავებულობა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ მგზავრებს მოემსახურება მანდილოსანი მძღოლები.

Ladi Taxi-ს მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელი იქნება როგორც ტელეფონზე დარეკვით, ისე აპლიკაციით.

ტარიფი იქნება დაახლოებით 60-70 თეთრი კილომეტრზე. ახლო მანძილზე კი 2 ლარით შეძლებენ მსურველები მგზავრობას.

ამ ეტაპზე კომპანიას არ ჰყავს საკუთარი ავტომობილები, თუმცა დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, საკუთარი ავტომობილებით მივიდნენ Ladi Taxi-ში და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, დასაქმდნენ მძღოლის პოზიციაზე.

ნიუპოსტი