კემეროვოს ვიცე-გუბერნატორმა დაიჩოქა და ხალხს პატიება სთხოვა – ვიდეო

კემეროვოს ვიცე-გუბერნატორმა დაიჩოქა და ხალხს პატიება სთხოვა - ვიდეოკემეროვოს ოლქში ხანძრისას დაღუპულ ადამიანებს გლოვობენ. ხალხი ქუჩაში გამოვიდა და მიტინგს მართავს, ისინი ადგილობრივი ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ.

ოფიციალური ინფორმაციით 68 ადამიანი დაიღუპა, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსხვერპლი გაცილებით დიდია.

ვიცე-გუბერნატორი სერგეი ცივილიევი მიტინგზე მივიდა, ხალხის წინაშე მუხლებზე დადგა და პატიება ითხოვა.