კახა კუკავა: “კალაძე დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს”

კახა კუკავა: “კალაძე დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს”“ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს.
– ბატონო კახა, თბილისის გენგეგმის ხმაურიან განხილვას თქვენც ესწრებოდით. ოპოზიციასა და თბილის მერს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იქ პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა. რას იტყვით თქვენ?
– პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნაწილობრივ დავეთანხმები ამ განცხადებაში კალაძეს და გეტყვით, რომ იქ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მართლაც არ იქცეოდა კორექტულად, მაგრამ…
– მაგრამ რა?
– ეს არანაირად არ ამართლებს იმას, რომ თბილისის მერს, ქალაქის გენგეგმაზე მოყვანილი ჰყავდა ვიღაცა ხულიგნები, რომლებიც მართალია დეპუტატის სტატუსით იყვნენ, მაგრამ ხულიგნები, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. იმიტომ, რომ ჩემგან ზურგით იჯდა ეს ვიღაცა შაქარაშვილი და როდესაც ლაპარაკობდნენ ხოშტარია და ვაშაძე ამ გენგეგმის შესახებ, უცებ ზურგიდან მესმის, როგორ ეძახის – ეე, იუზგარ! მეგონა რომ მეხუთე პლატოზე ვარ 90-იან წლებში. რა შემადგენლობითაც იქ კალაძე მოვიდა, მაგ შემადგენლობით ადამიანს, წესიერ ოჯახში დაბადების დღეზე არ შეუშვებდნენ! კონფერენციზე ან პრეზენტაციაზე, დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს ქალაქის მერი, თუ მას პრეტენზია აქვს რაღაც თანამედროვეობაზე!
– ანუ თავიდანვე იყო პროვოკაციის ნიშნები ორივე მხრიდან?
– ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ იყო რეგლამენტის გადაჭარბება. ვიღაცამ ვრცლად ისაუბრა. მე პირადად არ დამირღვევია რეგლამენტი, ველოდებოდი ჩემს რიგს და როცა მომიწია,მერე ვთქვი. თუმცა ეს არ ამართლებს არანაირად იმას, რომ ელენე ხოშტარიას ბოზი ქალი უძახეს და აქეთ სხვებს გაექაჩნენ, ცხვირპირს დაგამტვრევთო. შაქარაშვილი კი არა, რაც საქართველოში მხედრიონელი და მკვლელი იყო, ყველა მობილიზებული ჰყავდა ნაცმოძრაობას და ამით ვერ აშინებდნენ ოპოზიციას და შაქარაშვილით თუ აპირებენ ოპოზიციის დატერორებას, ამით შორს ვერ წავლენ!

კითხვის გაგრძელება