სრულიად საქართველოს კათოლიკოს-ატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია II-მ წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში პანაშვიდის დასრულების შემდეგ მცირე განცხადება გააკეთა.
– ნათელში იყოს არჩილის სული. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას. ეს არის მწუხარება მთელი საქართველოსი. ნათელში იყოს მისი სული. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი სული ცოცხალია და მას სჭირდება ლოცვები, – განაცხადა უწმინდესმა.