გიორგი მახარაძე დედასთან ერთად თურქეთში გაემგზავრა

გიორგი მახარაძე დედასთან ერთად თურქეთში გაემგზავრამსახიობი გიორგი მახარაძე დღეს დილით თურქეთში გაემგზავრა. მსახიობი თურქეთის კლინიკაში დედასთან, თეო ჩივაძესთან ერთად წავიდა.

ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობის დეიდაშვილი, რეჟისორი მარიკა ქაცარავა ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, გიორგი მახარაძემ თბილისში ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა და ახლა თურქი ექიმების მოთხოვნის შესაბამისად, ქიმიოთერაპიის კურსის დასრულების შემდეგ, ისევ გაემგზავრა კლინიკაში.

თურქი ექიმები მსახიობის ამჟამინდელ მდგომარეობას გაეცნობიან და მკურნალობის შემდეგ ეტაპს დაგეგმავენ.

მარიკა ქაცარავას პოსტის კომენტარებში, გიორგის მალე გამოჯანმრთელებას უსურვებენ და ამხნევებენ.

ამბები