ელენე ხოშტარია: ,,კახი კალაძე წამოხტა, გამაწყვეტინა, იძალადა და არაფრით გაჩერდა” – მერისა და დეპუტატის დაპირისპირების კადრები

ელენე ხოშტარია: ,,კახი კალაძე წამოხტა, გამაწყვეტინა, იძალადა და არაფრით გაჩერდა" - მერისა და დეპუტატის დაპირისპირების კადრებიმწვავე დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა თბილისის გენგეგმის საჯარო განხილვა, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მწვავე განცხადებებით გამოვიდნენ მერიის მისამართით. განსაკუთრებით აქტიურობდა “ევროპული საქართველოს” ლიდერი ელენე ხოშტარია. თბილისის მერ კახი კალაძესა და ელენე ხოშტარიას შორის მწვავე დაპირისპირება მოხდა.

– თქვენ არც კომპეტენტური ხართ და არც პროფესიონალი, – მიმართა კალაძემ ხოშტარიას.

ხმაურიანი განხილვის შემდეგ ელენე ხოშტარიამ ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში ისაუბრა:

-მერი წამოხტა, გამაწყვეტინა, იძალადა და არაფრით არ გაჩერდა, სანამ არ ჩაახშო ჩემი საუბარი, ანუ პირველივე კრიტიკაზე… მაშინ თქვან, რომ არ აპირებენ არავისთან ლაპარაკს და ისე აგრძელებენ პროცესს. მიმიწვია, გამაწყვეტინა , შეურაცხყოფა მოგვაყენა მთლიანად ოპოზიციას და რაც მთავარია, კალაძე ფიზიკურად გაექაჩა გოგიტა ვაშაძეს, სადაც მე მომიწია გაშველება.
წარმიგიდგენიათ თქვენ? ქალაქის მერი, საჯარო განხილვაზე თავს ესხმის ოპოზიციის წარმომადგენელს.