15 წლის გოგონაზე დედის მეგობარი მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა

15 წლის გოგონამ სკოლის მასწავლებელს აცნობა, რომ მასზე დედის მეგობარი მამაკაცი სექსუალურად ძალადობდა.

მოზარდის დედა გოგონას ცემის ფაქტს ადასტურებს. 42 წლის ქალი არც იმას უარყოფს, რომ შეიძლება მისი მეგობარი, 28 წლის მამაკაცი გოგონაზე ძალადობდა, თუმცა მის შვილზე გარყვნილ ქმედებასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა.

მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახიდან ჩხუბის ხმა არასდროს გაუგიათ და არც გოგონასათვის შეუმჩნევიათ ძალადობის კვალი.

სოციალური მომსახურეობის სააგენტომ მოზარდი ოჯახს მოაშორა და ის დროებით სახელმწიფო ზრუნვას გადასცა.

დედას შვილის ნახვა ერთი თვის ვადით შეეზღუდა. ამ პერიოდის განმავლობაში ძალადობის სავარაუდო მსხვერპლს ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდება.

ბავშვის პირველადი სამედიცინო შემოწმებისას გაირკვა, რომ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს, რაც მშობლის უყურადღებობის ბრალია.

არასრულწლოვანზე ძალადობის სავარაუდო ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018