11 წლის ბავშვს ქეთევან ციხელაშვილის მანქანა დაეჯახა

11 წლის ბავშვს ქეთევან ციხელაშვილის მანქანა დაეჯახადღეს, წყნეთის გზატკეცილზე 11 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. ,,ნიუპოსტის’ ინფორმაციით, ავტომობილს მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის  მძღოლი მართავდა და თავად მინისტრიც მანქანაში იმყოფებოდა.

დაშავებული მოზარდი ინგოროყვას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.