წიწიბურას წვნიანი _ სასარგებლო კერძი, რომლის მოსამზადებლად 2 ლარიც საკმარისია

წიწიბურას წვნიანი _ სასარგებლო კერძი, რომლის მოსამზადებლად 2 ლარიც საკმარისიამასალა:

წიწიბურა 150 გრამი

ხახვი _ 1 ცალი

სტაფილო – 2 ცალი

კარტოფილი – 2 ცალი

ზეთი _ 4 სუფრის კოვზი

ტომატი _ 2 სუფრის კოვზი

კამა, ქინძი, ოხრახუში _ ნახევარ-ნახევარი კონა

ნიორი _ 1 კბილი.

მომზადება:

ქვაბში ჩავასხათ ზეთი, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ. შემდეგ დავუმატოთ წვრილად დაჭრილი სტაფილო და წვრილ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. როცა მოიშუშება, დავამატოთ ტომატი და ცოტა ხანს მოვშუშოთ. შემდეგ დავასხათ ადუღებული წყალი და ჩავყაროთ წიწიბურა (წყალი იმდენი დავასხათ, რომ წვნიანი ძალიან თხელი არ გამოვიდეს). როცა მოიხარშება, დააყრით წვრილად დაჭრილ მწვანილს, დაჭყლეტილ ნიორს. ბოლოს უზამთ მარილს, მსხვილად დაფქულ წითელ წიწაკას და შავ პილპილს გემოვნებით.

ძალიან გემრიელი და სასარგებლო წვნიანია, თანაც მისი ინგრედიენტების საყიდლად  2 ლარზე მეტი არ დაგეხარჯებათ. გემრიელად მიირთვით!