ქართველი მორაგბე მძიმე სენს ებრძვის -,,საბა მშობლების ერთადერთი შვილია”

ქართველი მორაგბე მძიმე სენს ებრძვის -,,საბა მშობლების ერთადერთი შვილია”ქართველ მორაგბე საბა მაღლაფერიძეს, რომელსაც მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება სჭირდება.

20 წლის ახალგაზრდა ქუთაისის სარაგბო კლუბ “არესის” წევრია. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია, რომელიც თურქეთში უნდა გაკეთდეს.
“მეგობრებო! ქართული რაგბის  სპორტისა და ზოგადად ქართველ ერზე შეყვარებულო ადამიანებო, მოგმართავთ თხოვნით. რაგბის კლუბ ,,არესის” მორაგბის, საბა მაღლაფერიძის მდგომარეობა დამძიმდა, რადგანაც თურქულმა კლინიკამ “ანკარა ჰოსპიტალი” საბას ოპერაციისთვის 95 000 დოლარი მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ საბას მწვავე ლიმფოპლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა. დრო ძალიან ცოტაა, მხოლოდ 10 დღე…

ბოლოს საბამ დეკემბერში მოახერხა თავისი საყვარელი ბრძოლის გამართვა მოედანზე, მას შემდეგ შეიცვალა მისი ბურთიც და მოედანიც, ახლა ის ამ უმძიმეს დაავადებას ებრძვის.

საბა ერთგული მეგობარი და მშობლების ერთადერთი, საამაყო შვილია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ უმნიშვნელოვანესი და უსაყვარლესი ადამიანის სიცოცხლე შევინარჩუნოთ და მივცეთ შანსი, რომელიც ისედაც ყველას გვეკუთვნის ერთმანეთისგან.

საბამ უნდა იცოცხლოს!” – ნათქვამია კლუბ “არესის” ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანგარიშის ნომერი: “თიბისი” ბანკი, GE02TB7750136010100042
მიმღები საბა მაღლაფერიძე.