ტელეფონი ხელში, ბავშვი – იატაკზე – ფოტო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა და დედის პასუხი

ტელეფონი ხელში, ბავშვი - იატაკზე - ფოტო, რომელმაც საზოგადოება აღაშფოთა და დედის პასუხიინტერნეტში დიდი რისხვა დაატყდა თავს ამ დედას – ფოტოზე აღბეჭდილია, როგორ ზის აეროპორტის მოსაცდელ დარბაზში ქალი, ხელში ტელეფონით, იატაკზე გაშლილ საფენზე კი ბავშვი უწევს.
რასაკვირველია, ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უამრავი გაზიარება ჰქონდა და ვისაც არ ეზარებოდა, ყველა კიცხავდა. ათასგვარი ტექსტებით შეამკეს დედა და კიდევ და კიდევ ისაუბრეს იმაზე, თუ როგორ მოიცვა ყველაფერი ტექნოლოგიებმა და რომ ბევრ დედას სოციალურ ქსელში ყოფნა ურჩევნია შვილთან ყოფნას…
ამ აჟიოტაჟს ბოლოს და ბოლოს დედაც გამოეხმაურა.

ინგლისურ გაზეთებში დაიბეჭდა დედის პასუხი. მისი თქმით, მისი რეისი 20 საათით გადაიდო. ამდენი ლოდინისგან თავადაც დაიღალა და ბავშვიც გაბეზრდა, ამიტომ გადაწყვიტა, ორი თვის ბავშვი იატაკზე საფენებზე დაეწვინა, რომ მასაც დაესვენა და თავად კი თავისი ახლობლებისთვის მიეწერა მესიჯი…
ქალი მედდად მუშაობს და ამბობს, რომ ამ ფოტოს გავრცელების შემდეგ მის მუშაობასაც საფრთხე შეექმნა. თუმცა ამბობს, რომ იცოდა, რომ ფოტოს უღებდნენ.
გაურკვეველი რჩება მაინც ბევრისთვის, რატომ დააწვინა ორი თვის ბავშვი იატაკზე და არა ვთქვათ, მის გვერდით მდებარე ცარიელ სავარძლებზე…

მშობლები