სურამში ჯანმრთელი ფიჭვები გაჩეხეს

სურამში ჯანმრთელი ფიჭვები გაჩეხესსურამში დიდი რაოდენობით ხე გაჩეხეს. ამის ამსახველი ფოტო მასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.
გაჩეხილი ხეების უმეტესობა ფიჭვია და ისინი დაზიანებული არ არის.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, რომ ხეები მთავრობის განკარგულების საფუძველზე გაიჩეხა, რადგან აღნიშნულ ტერიტორიაზე ავტობანი უნდა აშენდეს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით, საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე.
 ნეტგაზეთი