სოფო შევარდნაძე კემეროვოს ტრაგედიაზე: ,,ფედერალურმა არხებმა სამაუწყებლო ბადე ეროვნული ტრაგედიით არ შეცვალეს. ვწუხვართ”

სოფო შევარდნაძე კემეროვოს ტრაგედიაზე: ,,ფედერალურმა არხებმა სამაუწყებლო ბადე ეროვნული ტრაგედიით არ შეცვალეს. ვწუხვართ"რუსეთში, კემეროვოს ოლქში დატრიალებულ ტრაგედიას რუსეთში მცხოვრები ქართველი ტელეწამყვანი, ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი სოფო შევარდნაძე ეხმაურება.

“ამაზე საშინელი არაფერი შეიძლება იყოს, არაფერი! ყველა მასშტაბით შემზარავი კატასტროფა. და ის, რომ ფედერალურმა არხებმა სამაუწყებლო ბადე ეროვნული ტრაგედიით არ შეცვალეს, მომხდარს კიდევ უფრო მეტ ტრაგიზმს მატებს. ვწუხვართ”, – წერს შევარდნაძე ინსტაგრამში.