საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლა

საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს 90 წლის მოხუცი ემსხვერპლადღეს თბილისში, მოსკოვის გამზირზე 90 წლის მამაკაცი საკუთარ ბინაში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. წინასწარი მონაცემებით, მოხუცი კვამლით გაიგუდა. ცხედარი  მეხანძრეებმა აღმოაჩინეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც გაუფრთხილებლობით სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია”, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.