„რა დააკლდება თამარ მეფეს, თუ მას პრეზერვატივზე გამოსახავენ?“ – სოსო მანჯავიძე ნინო ჯანგირაშვილის წინააღმდეგ

„რა დააკლდება თამარ მეფეს, თუ მას პრეზერვატივზე გამოსახავენ?“ - სოსო მანჯავიძე ნინო ჯანგირაშვილის წინააღმდეგკომპანია “აიისას” მიერ პრეზერვატივების შეფუთვაზე დატანილმა ქართლის დედის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის პრინტებმა საზოგადოება ძალიან გააღიზიანა. ეს ფაქტი საპატრიარქომაც გააპროტესტა, რასაც ჟურნალისტ ნინო ჯანგირაშვილის რეპლიკა მოჰყვა: „რა დააკლდება თამარ მეფეს, თუ მას პრეზერვატივზე გამოსახავენ?“.

ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურ დირექტორს, ნინო ჯანგირაშვილს, სოციალურ ქსელში უპასუხა თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა სოსო მანჯავიძემ:

„მოკლედ, ეს “ლიბერალური საზოგადოება” გააფთრებული იბრძვის იმისთვის,რომ მათთვის მიცემული ტელეეკრანებიდან განუწყვეტლივ აფურთხონ სულში საქართველოს, დაეჯღანონ, გაამწარონ, ენა გამოუყონ, საჯაროდ გმონ ღმერთი და ეს სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადონ.

თუ ვინმე ამ სისაძაგლის წინააღმდეგ ხმას აიმაღლებს ან ხელს გამოიღებს, მისთვის მზადაა შიმშილი და ციხე. ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ მხოლოდ სოროსის ფულის მონებთან გვქონდეს საქმე. უხდიან და იხდიან. ეს ჩვეულებრივი საქციელია უპრინციპო ადამიანისთვის – სამშობლოს ან მეგობრის ფულზე გაყიდვა. ამდენი მოხალისე ზნეობრივი ინვალიდი საიდან იჩეკება, ესაა კითხვათა კითხვა”.