ნოე სულაბერიძე: ,,დღეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში” – როგორ მიულოცა უკანასკნელად 3 მარტი დედას – ვიდეო

ნოე სულაბერიძე: ,,დღეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - როგორ მიულოცა უკანასკნელად 3 მარტი დედას - ვიდეოპროდიუსერსა და ტელეწამყვანს, ნოე სულაბერიძეს რამდენიმე დღის წინ დედა, ლილი შავერზაშვილი გარდაეცვალა. ქალბატონი ლილი კომპოზიტორი გახლდათ. ცოტა ხნის წინ ნოემ სოციალურ ქსელში ზალიან ემოციური პოსტი დაწერა და ყველას შეახსენა, რომ დედებს სითბო,  სიყვარული და მოფერება არ დააკლონ.

,,ყველას მინდა მადლობა გითხრათ გვერდში დგომისთვის, ყურადღებისთვის და დარდის გაზიარებისთვის, ყველას ვინც მოვიდა, მომწერა, დარეკა თუ ნებისმიერი სხვა ფორმით გამოხატა. მადლობა ჩემს მეგობრებს, რომლებიც წუთით არ მომშორებიან და თავიანთი ქმედებით ბევრი შეუფასებელი რამ დამანახეს…

დღეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და ვინმემ რომ მკითხოს, ყველაზე მეტად რას ვისურვებდი, ვისურვებდი, რომ თავიდან დავიბადო… რომ ისევ ეს 38 წელი მქონდეს გასავლელი, როგორც დედაჩემის შვილს… თუმცა რა თქმა უნდა, მესმის, რომ ეს შეუსრულებლად დარჩება…

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თქმა შეიძლება არც გჭირდებოდეთ, მომიტევეთ ყველამ, მაგრამ მაინც ძალიან, ძალიან და ძალიან მინდა ყველას გითხრათ, გთხოვოთ… დედებს რაც შეიძლება მეტი მოეფერეთ და მეტი სითბო აჩუქეთ. ერთი ზედმეტი ღიმილი და თბილი სიტყვა მათთვის მთელი ბედნიერი დღეა…

ეს დღეები, ყველაზე ძალიან რომ მენატრება, მარტო იმაზე ვფიქრობ, დედას კიდევ როდის ვნახავ და როცა ეს გავაჟღერე, ჩემმა მეგობარმა იქვე მიპასუხა… ჯერ არა, მაგრამ მოვა დრო და ლილი თვითონ მოგაკითხავს და ისევ თავისთან წაგიყვანსო…

არავინ ვიცით, ვის რა გვიწერია, თუმცა მე ისღა დამრჩენია, ყველაზე მეტად იმის მჯეროდეს, რომ ადრე თუ გვიან ეს ისევ აუცილებლად მოხდება… ასე რომ… არ ვიცი, როდემდე, მაგრამ… დროებით, ჩემო ლილი… ნოე სულაბერიძე: ,,დღეს ყველაზე მძიმე დღე იყო ჩემს ცხოვრებაში" - როგორ მიულოცა უკანასკნელად 3 მარტი დედას - ვიდეო“, _ დაწერა ფეისბუქში ნოე სულაბერიძემ.

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით ნოემ გადაცემა ,,პრაიმშოუში” ასევე ემოციურად ისაუბრა. საუბარი კი ასე დაიწყო:

-ამ გადაცემისთვის ყველა განსაკუთებულად ვემზადებოდით. გვინდოდა, გამორჩეული დღე მოგვწეყო ჩვენი დედებისთვის. მე ყველაზე ნაკლებად გამიმართლა. რადგან დედა შეუძლოდ გახდა და ამჯამად საავადმყოფოში იმყოფება.

დღეს დედაჩემზე მოგიყვებით. მე დედისერთა ვარ. მამაჩემი რომ დაიღუპა, 15 წლის ვიყავი… დედა ჯანმრთელობის რამდენიმე პრობლემას ებრძვის. დედა, შენ აუცილებლად გამოკეთდები, გაივლი და ბევრჯერ მოგიწევს დარეკვა და იმ შენიშვნების მოცემა, რომელსაც ასე ძალიან შევეჩვიე და  უკვე მენატრება კიდეც…