ნინო ჯანგირაშვილი: ,,ამ ფოტოს დაათრევენ, თითქოს აქუბარდიაა სამოქალაქო ომის დროს… სხვა რამე მოიფიქრეთ”

ნინო ჯანგირაშვილი: ,,ამ ფოტოს დაათრევენ, თითქოს აქუბარდიაა სამოქალაქო ომის დროს... სხვა რამე მოიფიქრეთ"სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტო, რომელიც თბილისში, სამოქალაქო ომის დროს არის გადაღებული. მამაკაცზე, რომელსაც ხელში ავტომატი უჭირავს, წერენ, რომ დავით აქუბარდიაა. მათ, ვინც ამ ფოტოს ავრცელებს, ბატონი დავითის მეუღლე, ტელეკომპანია ,,კავკასიის” დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი პასუხობს:

,,როგორც გავიგე, ამ ფოტოს დაათრევენ აქეთ–იქით, თითქოს აქუბარდიაა სამოქალაქო ომის დროს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ეს არ არის დათო აქუბარდია და ამის დამტკიცება ადვილია. რამე სხვა მოიფიქრეთ”.