მეგი გოცირიძე: ,,მთავარსარდელმა მარგომ ბრძანა, დღეს ვნახეთ ოკუპანტის რეალური სახეო… ომებს გმირები ეწირებიან და ბოლოს ბოზ…ბს მიჰყავთ პარადი!”

მეგი გოცირიძე: ,,მთავარსარდელმა მარგომ ბრძანა, დღეს ვნახეთ ოკუპანტის რეალური სახეო...  ომებს გმირები ეწირებიან და ბოლოს ბოზ...ბს მიჰყავთ პარადი!"ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს აკრიტიკებს და ფეისბუქში წერს:

,,ჯერ ის ბრძანა პრეზიდენტად წოდებულმა პლასტელინის მთავარსარდელმა მარგომ, რომ დღეს ვნახეთ ოკუპანტის რეალური სახეო, თითქოსდა 200 წელი ომში არ იყოს შენთან და ამ ხნის მანძილზე 8 ომი არ გადეხადოს ქვეყანას, იქნებ და პატრიარქებიც არ დაგვიხოცა და არც ასობით ეკლესია -მონასტერი გადაუღებავს წითლად და არც ფრესკები შეუთეთრებია. ან იქნებ აფხაზეთი და სამაჩაბლოც ჩვენია და არც ათობითათასი ჩვენი სისხლი და ხორცი არ ჩაუხოცავს და არც ნახევარმილიონამდე ადამიანი არ გამოუყრია საკუთარი კარმიდამოდან.

მერე ის მიაყოლა ტატუნაშვილის “გვამი”-ო, ამ მართლა არაფერმა, ამ მართლა გვამმა და ცოცხალმა ლეშმა!
ყველაზე მეტად გულს ის მიხეთქავს, რომ ტატუნაშვილების მსგავსი ვაჟკაცი კაცები მიწაში წვანან და წილხვედრში კი იმდენი ცოცხალი გვამი იხრწნება, რომ ყარს უკვე აქაურობა!
P.S. როდემდე უნდა იყოს ასე, რომ ომებს გმირები ეწირებიან და ბოლოს ბოზ…ბს მიჰყავთ პარადი!”.