კახი კალაძე: ,,თმები შევიჭერი, ღამის კლუბშიც ვიყავი ქალაქის ბიუჯეტით”

კახი კალაძე: ,,თმები შევიჭერი, ღამის კლუბშიც ვიყავი ქალაქის ბიუჯეტით"თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.

მის ამ ბრალდებებს თბილისის მერმა აბსურდული უწოდა და ჟურნალისტების კითხვებს ხუმრობით უპასუხა:

-თმები შევიჭერი ქალაქის ბიუჯეტით. ქალაქის ბიუჯეტიდან ავიღე თანხები, წავედი მილანში, ბილეთებში დავხარჯე ქალაქის ბიუჯეტიდან აღებული თანხები. იქ კიდევ ვიღაცები დავპატიჟე ბარში, რესტორანში, ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. მერე თმები შევიჭერი, არ ვიცი მოგწონთ თუ არა. ესეც ქალაქის ბიუჯეტის თანხებით. ისე უბრალოდ წავედი გასართობად, ღამის კლუბშიც ვიყავი.