კანადელი ექიმები ხელფასების ზრდას აპროტესტებენ და მათ შემცირებას ითხოვენ

კანადელი ექიმები ხელფასების ზრდას აპროტესტებენ და მათ შემცირებას ითხოვენკანადაში, მედიცინის სფეროს 500-ზე მეტი წარმომადეგენლი ახალი რეფორმის წინააღმდეგ გამოდის და ექიმებისთვის ხელფასების ზრდის წინააღმდეგია.

ექიმებმა, რეზიდენტებმა და სტუდენტებმა ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს, რომელშიც აცხადებენ, რომ ისინი შეურაცხყოფენ ექთნებსა და პაციენტებს, თუ გაზრდილ ხელფას მიიღებენ, მაშინ როდესაც ექთნებს დაბალი ანაზღაურება და რთული სამუშაო პირობები აქვთ.

– ხელფასების ზრდა შოკისმომგვრელია, რადგან ექთნები და სხვა პროფესიონალები, რომლებიც ურთულეს და უმძიმეს სამუშაოს ასრულებენ, დაბალ ანაზღაურებას იღებენ. ასევე პაციენტებს მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლიათ, რადგან სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემების ხარჯები შემცირდა.

ჩვენ, კვებეკის ექიმები, რომლებსაც ძლიერი საჯარო სისტემის გვჯერა, წინააღმდეგები ვართ ბოლო პერიოდში ხელფასის ზრდის, – ნათქვამია წერილში.

213 ზოგადი პრაქტიკოსი, 184 სპეციალისტი, 149 რეზიდენტი და 162 სტუდენტი ითხოვს, , მათი გაზრდილი ხელფასი სახელმწიფო ფონდში დაბრუნდეს.

ნიუპოსტი