,,თუ გინდათ, გასკდით გულზე, მე კი ბედნიერი ვარ” – ხათუნა ხოფერიამ ივანიშვილის დენდროპარკი მოინახულა – ვიდეო

,,თუ გინდათ, გასკდით გულზე, მე კი ბედნიერი ვარ" - ხათუნა ხოფერიამ ივანიშვილის დენდროპარკი მოინახულა - ვიდეოპარლამენტის ყოფილმა წევრმა ხათუნა ხოფერიამ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკი მოინახულა და ვიდეოც გადაიღო.

-აი, ეს ხე, ასე რომ აწუხებს ზოგიერთს, როგორ არის მოტანილი და ელოდება თავის საბოლოო სავანეს, სადაც ის დავანდება და ჩვენს შთამომავლობას მიანიჭებს სიამოვნებას, – ამბობს ყოფილი დეპუტატი ვიდეოში.

ამის შემდეგ კი ხათუნა ხოფერიამ ფეისბუქში დაწერა:

“იმდენი იძახეს, ბიძინას ხეები თავის აგარაკზე გადააქვსო, წავედი და ვნახე!.. 2 კილომეტრია ბიძინას სახლიდან დენდროპარკამდე… 2 კილომეტრი…
მოკლედ, შესვლა აკრძალულია, მძიმე ტექნიკა მუშაობს. თუ გინდათ, გასკდით გულზე, მე კი მაგრად ვისიამოვნე და კმაყოფილი ვარ, მეტიც – ბედნიერი!”.

https://youtu.be/gpevFbTE4oI?t=20