დედამ ახალშობილი პოლიეთილენის პარკით უშვილო წყვილის სახლთან, ბოძზე ჩამოკიდა – შემთხვევა ზუგდიდში

დედამ ახალშობილი პოლიეთილენის პარკით უშვილო წყვილის სახლთან, ბოძზე ჩამოკიდა - შემთხვევა ზუგდიდშიზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიეთილენის პარკში გახვეული ჩვილი იპოვეს. ის ერთ-ერთი ადგილობრივის ჭიშკართან  ბოძზე იყო ჩამოკიდებული. ფიფიების ოჯახში ამბობენ, რომ ახალშობილს ტანზე არ ეცვა და და სხეულზე ჭიპლარი ჰქონდა შემოხვეული.

მათივე ვარაუდით, რამდენიმე საათის დაბადებული ჩვილი დედამ მშობიარობის შემდეგ პოლიეთილენის პარკში ჩასვა და ასაკოვანი, უშვილო ოჯახის ჭიშკარზე ჩამოჰკიდა.

მიტოვებული ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის თავს კარგად გრძნობს. მას შემდეგ, რაც ჩვილს სამკურნალო დაწესებულებიდან გაწერენ, მიტოვებულ ბავშვზე ზრუნვას სახელმწიფო დაიწყებს. ის სოციალური მუშაკების მეშვეობით გადაუდებელი მინდობითი აღზრდით მიმღებ ოჯახს გადაეცემა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჩვილის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. სასჯელი ჯარიმას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რუსთავი 2