განო მელითაური: “საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი დღეს… ან ცოლები არ გყავთ, ან დედები და მამები?”

განო მელითაური: "საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი დღეს... ან ცოლები არ გყავთ, ან დედები და მამები?"განო მელითაური თბილისის ცენტრში ძალადობის მსხვერპლი გახდა. მარტოხელა დედას, რომელიც სამ შვილს ზრდის, მამაკაცებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. განოს შეშფოთება და გაოცება იმანაც გამოიწვია, რომ ირგვლივ მყოფმა 18-20 წლის ბიჭება მხარი არ დაუჭირეს და ახალგაზრდა ქალს არ გამოექომაგნენ. შეშფოთებული განო ამ ამბის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“საშინელი შეურაცხყოფის და ძალადობის მსხვერპლი გავხდი შუადღის პირველ საათზე დღეს, ძლივს გამოვედი მდგონარეობიდან!
“ტოიოტას” მარკის მანქანაში მყოფი ორი შუახნის, 40 წლამდე არმისული ბიჭი იძებნება სასწრაფოდ! ერთს აქვს ლურჯი თვალები და არის მაღალი! მეორე არ მახსოვს, რადგან საშინლად დასტრესილი და შეშინებული ვარ! ან ცოლები არ გყავთ ან შვილები, ან დედები და მამები?!!

სამარცხვინო ქვეყანა გავხდით! შუა ქუჩაში სავაჭრო ცენტრ “ქარვასლასთან” სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებენ დღისით-მზისით, დაახლოებით 13:10 წუთზე და ნულია გარშემო მყოფთა მხარდაჭერა!!! 18-20 წლის ბიჭები დგანან, “სემიჩკას” იფურთხებიან და სიცილს იკავებენ, როცა ორი უზრდელი ჯერ მანქანას არ მაჩერებინებს სადგომზე და მერე დედას მაგინებს ყველა ბრუნვაში და მეჭიმება!!! სად გაქრა კაცობა, ადამიანობა, სოლიდარობა, ზრდილობა?!
კარგად დაიმახსოვრეთ და მომაძებნინეთ ეს არაკაცები! სახელებს და გვარებს ვერ ვიგებ! ერთი რაც გაირკვა, არიან “თანამშრომლები”!
მოვითხოვ სახალხოდ, იგივე ადგილას მომიხადონ ბოდიში! ასეთი დაუცველი ჩემს ცხოვრებაში არასოდეს ვყოფილვარ!

ქუჩის ძაღლს არ დაველაპარაკები ასე, რომელიც საკბენად გამოიწევს. ამდენი დამცირება პირველად მივიღე! და რადგან მითხრეს, რომ არიან უწყების თანამშრომლები, აღარ ვიცი, აქვს თუ არა აზრი მივმართო პოლიციას! რომ მოვთხოვე იდენტიფიცირება, მასხრად ამიგდეს!
ესაა ჩენი ნაქები შსს? ეს არის ნაქები პოლიცია? რატომ, ვინ შთააგონა მათ, რომ “ქსივები” დაიცავთ?!
მყავს სამი შვილი და ამ ნაძირლების არ მეშინია! ისეთი ცივსისხლიანები იყვნენ, არ გამიკვირდება, სახლთან დამხვდნენ ჩუმად. ასე რომ, იცოდეთ, თუ რამე შემემთხვა ამ მანქანას უნდა მიაკითხოთ!
პოსტს არ ჭირდება “ლაიქი”, ჭირდება “შეარი”, რომ მალე ვიპოვო ეს მოძალადე არაკაცები და თვალებში ჩავხედო!”

მშობლები