ბანკებმა 869.798.000 ლარის მოგება მიიღეს, ბიუჯეტში კი მხოლოდ 21 მილიონი გადაიხადეს

ბანკებმა 869.798.000 ლარის მოგება მიიღეს, ბიუჯეტში კი მხოლოდ 21 მილიონი გადაიხადეს2017 წლის იანვარ-დეკემბერში ბანკების წმინდა მოგებამ 869 798 000 ლარი შეადგინა, რაც 28%-ით, 190,6 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

2016 წლის იანვარ-დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა 679 101 000 ლარის წმინდა მოგება მიიღეს.

რაც შეეხება მოგების გადასახადს, საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, კომერციული ბანკებმა დეკემბერში ბიუჯეტში 21,7 მილიონი ლარი გადაიხადეს.