არჩილ ტატუნაშვილის დედა: „ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი“ – ცხედარს სასტიკი წამების კვალი ემჩნევა

არჩილ ტატუნაშვილის დედა: „ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი“ - ცხედარს სასტიკი წამების კვალი ემჩნევაჟურნალისტი ლაშა ბერულავა ამბობს, რომ ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სასტიკი წამების კვალი ემჩნევა.

“ვაიმე, შვილო, თითი გაქვს მოჭრილი!..”- ეს იყო არჩილ ტატუნაშვილის დედის პირველი ფრაზა, როცა შვილის ცხედარს მოეფერა…
არჩილს მაჯები დახვრეტილი, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი კი მოჭრილი აქვს…
მაპატიეთ ასეთი ნატურალიზმი, მაგრამ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის მოჭრა ოკუპანტების “საფირმო” ხელწერაა: ასე სჯიან ისინი მოწინააღმდეგე სამხედროებს, იმ თითს აჭრიან, რითაც ჩახმახისთვის გამოუკრავს…
ახლა დაახლოებით ვიცით, როგორ აწამებდნენ ცოცხალ არჩილს…
და რა გულისამრევია ამ ფონზე კომენტარები
“ცხედრის დაზიანებებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ”, რაც ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისგან გვესმის, ვინც ცხედარი დაათვალიერა“, – წერს ლაშა ბერულავა.