,,ამ წუთას დამიკავშირდნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან…” – ლევან ჩაჩუას პრეზერვატივების კომპანიის ხელმძღვანელი უჩივის

,,ამ წუთას დამიკავშირდნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან..." - ლევან ჩაჩუას პრეზერვატივების კომპანიის ხელმძღვანელი უჩივისკომპანია ,,აისას” დამფუძნებელმა ანანია გაჩეჩილაძემ ლევან ჩაჩუას სასამართლოში უჩივლა.

,,ამ წუთას დამიკავშირდნენ ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან და მთხოვეს, გამოვცხადდე განყოფილებაში ანა გაჩეჩილაძის (პრეზერვატივზე წმ. თამარ მეფის გამომსახველი ფირმის მფლობელის) განცხადების საფუძველზე. რომელიც მიჩივის მისი ფირმის მონაცემების გასაჯაროების გამო.

რა თქმა უნდა ამ უზნეო არსების გამო პოლიციაში მისვლას არ ვაპირებ.

მივმართავ პრემიერმინისტრს – გიორგი კვირიკაშვილს და შსს მინისტრს გიორგი გახარიას, დროულად მოახდინეთ რეაგირება ამ პროვოკატორი ფირმის, მისი უზნეო მფლობელისა და განსაკუთრებით, მათ უკან მდგომი პერსონების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის გამოვლენა-განეიტრალებისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება მიიღებს მორწმუნე ერის მასობრივ პროტესტს!

P.S. კანონით გათვალისწინებულ ვადებში ველით პასუხს თბილისის მერიაში საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა “ქართული იდეა”-ს მიერ შეტანილ საჩივარზე”, – წერს ლევან ჩაჩუა.