ალენ დელონი: ,,ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე მხოლოდ მათ მიერ შვილების აყვანის წინააღმდეგი ვარ”

ალენ დელონი: ,,ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე მხოლოდ მათ მიერ შვილების აყვანის წინააღმდეგი ვარ"მსოფლიო ვარსკვლავი, ფრანგი მსახიობი ალენ დელონი სკანდალში გაეხვა. მას  შვეიცარულ ფრანგულენოვან გაზეთში გამოქვეყნებული ინტერვიუს გამო უპირისპირდებიან.

– 40 წელია დე გოლისტი ვარ და ვიცი, რომ ფეხი დროსაც უნდა ავუწყო. თუმცა იყო დე გოლისტი, ოლანდის სამყაროში შეუძლებელია. ერთსექსიანთა ქორწინებას არ ვებრძვი, ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მე მხოლოდ მათ მიერ ბავშვების შვილად აყვანის წინააღმდეგი ვარ. ახლა ვიცი, მეტყვიან, ადაპტაცია გაკლია და ცხოვრებას ფეხს ვერ უწყობო. რას იზამ, ცუდი ურთიერთობა მაქვს ჩვენს ეპოქასთან, რომელიც ყველაფერ არაბუნებრივს ცხოვრების ნორმად ამკვიდრებს.

მეძახონ ბებერი სულელი, მაინც ვიტყვი, რომ ასეთი ნორმა შოკში მაგდებს, – ამბობს მსახიობი ინტერვიუში.

ცნობილია, რომ ამ მოსაზრებების გამო მას საკუთარი შვილიც დაუპირისპირდა და მამის გამონათქვამს “აღმაშფოთებელი” უწოდა.