,,ჩინელებმა, მგონი, მეორედ მოსვლა დააჩქარეს” – საქართველოს შეიძლება კოსმოსური ხომალდის ნარჩენები დაეცეს

,,ჩინეთს კოსმოსური ხომალდი დაემსხვრა და 30 მარტიდან ჩამოცვივდება სხვადასხვა რეგიონში… კავკასიაშიცო… მგონი, მეორედ მოსვლა დააჩქარეს!”, – წერს დეა ადამია, რომელსაც საზოგადოება ერთ-ერთი რეალითი შოუდან იცნობს. ის წლებია ჩინეთში ცხოვრობს.

მეცნიერების ვარაუდით, 30 მარტიდან და 3 აპრილამდე დედამიწას ჩინური კოსმოსური სადგურის, ტიანგონგ-1-ს ნარჩენები მართლაც დაეცემა. სადგური, რომლის სახელიც “სამოთხედ” ითარგმნება, 2011 წელს ამოქმედდა. 2016 წელს ჩინეთის კომოსური სააგენტოს წარმომადგენლებმა სადგურზე კონტროლი დაკარგეს. მას შემდეგ მეცნიერები ობიექტის დაცემის თარიღისა და ადგილის გამოთვლას ცდილობენ.

ჩამოვარდნის ზონა ნებისმიერი ადგილი შეიძლება იყო ჩრდილოეთის 43 გრადუსსა და სამხრეთის 43 გრადუსს შორის. ამ ზონაში პორტუგალიასთან, ესპანეთთან, საფრანგეთთან და საბერძნეთთან ერთად საქართველოც ხვდება.

მეცნიერების თქმით, საგანგაშო არაფერია. მოსალოდნელია, რომ 8.5-ტონიანი სადგური ატმოსფეროში შესვლისთანავე დაიწვას, დედამიწაზე კი მხოლოდ ნარჩენები ჩამოცვივდება. დაწვის პროცესში დამკვირვებლებს სინათლის შოუ შეუძლიათ იხილონ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018