ქეთევან ციხელაშვილი: “ჩემმა მძღოლმა 3 თვის წინ შვილი დაასაფლავა და დღეს ბედნიერია იმით, რომ ეს პატარა ბიჭი კარგად არის”

26 მარტს მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მძღოლი 11 წლის ბავშვს დაეჯახა. ამ დროს მანქანაში მინისტრიც იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა. ციხელაშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“მადლობა უფალს, ბავშვი კარგადაა, ყველა გამოკვლევა ჩაატარეს და საავადმყოფოდან დღეს გამოწერეს.

შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული მაშინაც, როცა მოძრაობის წესებს არ არღვევს. თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან სხვა შემთხვევაში მძღოლს, შესაძლოა, რეაგირებაც ვერ მოესწრო ასეთი ინციდენტისას და არც მინდა ვიფიქრო შესაძლო შედეგზე. მადლობა ღმერთს!

ახლა გამოძიება მიმდინარეობს, არის ბევრი მოწმე და თვითმხილველიც და ყველაფერს იტყვიან. ამიტომ ამაზე მე არაფერს ვიტყვი. მძღოლი, რა თქმა უნდა, გამოძიებასთან თანამშრომლობს და ეს ადამიანი, რომელმაც გუშინ ერთი სიკვდილი გაიარა, რომელმაც სამი თვის წინ საკუთარი შვილი დაასაფლავა, დღეს ბედნიერია იმით, რომ ეს პატარა ბიჭი კარგად არის და უკვე სახლშია. ეს არის ყველაზე მთავარი.”

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018