,,ქალბატონო ხათუნა ხოფერია, არიან თქვენნაირი ადამიანები, ვისაც სხვის მდიდარ ტ.-ში შეტენვა ბედნიერებას ანიჭებთ” – რას აქვეყნებს ყოფილი დეპუტატი

საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, ხათუნა ხოფერიას მიერ ატვირთულ ვიდეოს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკშია გადაღებული, დიდი ხმაური მოჰყვა.

ერთ-ერთი ფეისბუქმეგობრის კომენტარმა ყოფილი დეპუტატი ისე აღაშფოთა, რომ ფეისბუქით უპასუხა.

,,ეს კომენტარი დამიწერა ჩემს საკუთარ გვერდზე, დენდროპარკის ვიდეოსთან დაკავშირებით ამ გოგონამ!
ის ჩემი შვილების ტოლაა, ილიას სახელობის უნივერსიტეტში მუშაობს! ჰყავს მეუღლე და ორი პატარა.
მოკლედ, ნამდვილად ცოდოა, მაგრამ უფრო ცოდო მისი შვილები და ის ახალგაზრდები არიან, ვისთანაც უწევს შეხება! ასეთი სიძულვილით როგორ კონტაქტობს ადამიანებთან?”- დაწერა ხათუნა ხოფერიამ და იქვე თათია ებრალიძის კომენტარიც გამოაქვეყნა.

თათია ებრალიძე: ,,ქალბატონო ხათუნა, არიან თქვენნაირი ადამიანები, ვისაც მუდმივი შეტენვა სხვის მდიდარ ტ–ში ბედნერებას ანიჭებს. წარმატებებს გისურვებთ, იჯექით მანდ, თქვენი ადგილი მანდ არის, სხვის მდიდარ საჯდომში”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018