სანდრო ბრეგაძე: ,,ჩემს პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”

,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აცხადებს:

,, ჩემს ქრისტიანულ რწმენას, ჩემს პირველი ჯგუფის ინვალიდი შვილის სიცოცხლეს, ჩემი შვილების სიცოცხლეს, ჩემს სამშობლოს ვფიცავ, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და ვერავინ შეძლებს შეურაცხყოს ჩვენი რწმენა, ეროვნულობა და ტრადიციები!

რა ძალები, რა ფული, რა მოსყიდული საინფორმაციო საშუალებებიც არ უნდა მომართონ, ვერაფერს გააწყობენ, რადგან, რა მნიშვნელობა აქვს ვინ და რამდენი გებრძოლება, როდესაც ჩვენთან არს ღმერთი!”.

2011 წელს, როცა სანდრო ბრეგაძე ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს, იმ მომენტში ერთ-ერთი შვილი მანქანაში გვერდით ეჯდა. სასამართლომ წინასწარი პატრიმრობა შეუფარდა. მაშინ მისმა ადვოკატებმა დალი იმნაიშვილმა და გიორგი ზირაქაშვილმა ის გარემოებები დაასახელეს, რის გამოც, მათი აზრით, შესაძლებელი იყო ბრეგაძის მიმართ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება.

მაშინ დალი იმნაიშვილმა განაცხადა, რომ სანდრო ბრეგაძის 17 წლის შვილი პირველი ჯგუფის ინვალიდია. იგი დავრდომილია და მამის გარეშე ვერ ძლებს. მას შემდეგ, რაც მამამისი  დააკავეს, გულყრა 34-ჯერ მოუვიდა. ადვოკატი ამბობდა, რომ  სანდრო ბრეგაძის დაკავებამ იმოქმედა მის მცირეწლოვან შვილზეც, რომელიც დაკავების დროს მამას მანქანაში ეჯდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018