სანდრო ბრეგაძე: ,,გვარამიას ზეიმი გლოვად უნდა ექცეს!.. ჩემი ჯანმრთელობა არ არის სახარბიელო”

,,ქართული მარშის” ერ-ერთი ლიდერის ფოტომ, სადაც ის საავადმყოფოში წევს, მთელი ინტერნეტსივრცე ლამის წალეკა. აკეთებენ მონტაჟებს, ადებენ სხვადასხვა წარწერებს. ეს ყველაფერი კი ექიმის კომენტარმა გამოიწვია, რომ ბრეგაძე თვითონ მივიდა და საავადმყოფოში დაწვა.

სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც კლინიკაში მოხვედრის ისტორიასაც შეეხო.
„არ ვაპირებ თავი წამებულად გამოვიყვანო,როდესაც ჩემი ძმები ციხის ჯურღმულებში არიან.დიახ! ისინი არიან ქრისტესთვის დევნილები.

რაც შეეხება სიმართლეს – სასწრაფოს დაჟინებული თხოვნით გადამიყვანეს საავადმყოფოში. ისე ზონდერდოხტურები ჯერ კიდევ კომუნისტების და სააკაშვილის დროიდან არსებობდნენ, ჩემი ჯანმრთელობის კვლევას ჯობია, იმ ბიჭებისთვის ვილოცოთ, რომლებიც ანტიქრისტეებს ებრძვიან…
დღეს მივეცი ჩვენება გამოძიებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა სახარბიელო, იურისტებმა დამარწმუნეს, რომ ჩვენი დაკავებული ბიჭების დასახმარებლად აუცილებელი იყო ჩემი ჩვენება.

მარშის ყველა წევრი, რომელიც დაკავებულია, არის, უდანაშაულო და იმედი მაქვს, რომ მალე გათავისუფლდებიან, თუ არადა მე და ჩემი მეგობრები ყველაფერს ვიზამთ სამართლის აღსადგენად!
ქრისტესთვის დევნილი ბიჭების გათავისუფლება ღირსების საქმეა.

24 საათიანი მობილიზაცია. გვარამიას ზეიმი გლოვად უნდა ექცეს!!!“, – დაწერა სანდრო ბრეგაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018