პეკინის გამზირზე ზებრა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა

პეკინის გამზირზე ზებრა გადასასვლელზე ქალს მანქანა დაეჯახა. ინფორმაციას თვითმხილველი ავრცელებს.

შსს-შიც ადასტურებენ, რომ პეკინის გამზირზე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, თუმცა სხვა დეტალზებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობენ.

სასწრაფოს ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა ბრიგადის მოსვლის მომენტისთვის მძიმე არ იყო და ის  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018