ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა

ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვატელეწამყვანმა და დილის გადაცემის პროდიუსერმა ნინო არაზაშვილმა „რუსთავი 2“ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ ავრცელებს.

არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აღნიშნულ ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.

“შიდა ინფორმაციებთან დაკავშირებით მე არ ვსაუბრობ, არც ვადასტურებ, არც უარვყოფ”, – განუცხადა “პრაიმ-ტაიმს” ნიკა გვარამიამ.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ, ხოლო თავად ნინო არაზაშვილს მობილური ტელეფონი გამორთული აქვს.