მამუკა გამყრელიძე მძახალის მკვლელობაზე: ,,ნუგზარი კარს ხურავდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მკვლელი შეძვრა და ესროლა”

რამდენიმე საათის წინ თბილისში მოკლულ ნუგზარ კახიძის ოჯახს არანაირი ვერსია არ აქვს, ვინ შეიძლება მკვლელი იყოს. როგორც ამბობენ, მას კონფლიქტი არავისთან ჰქონია. კახიძეს მკვლელმა 7 ტყვია ესროლა გულმკერდის არეში. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ნუგზარ კახიძე დიპლომატ მამუკა გამყრელიძის მძახალი გახლდათ.

-ფოსტა მოიტანესო, ნუკრის დაუძახა დამხმარემ. მკვლელმა ამოიღო იარაღი. ნუკრი კარს ხურავდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, მკვლელი შეძვრა რაღაცნაირად და  ესროლა.

დამხმარე ქალი დაჭრილია. მკვლელს ტყვია აღარ ეყო, მას მხოლოდ ერთი ტყვია ესროლა, თუ არ ვცდები _ ზურგში.

შეუძლებელია, ამ ადამიანს ვინმესთან ჰქონოდა კონფლიქტი. ასეთი მშვიდობიანი, მოწესრიგებული, წყნარი ადამიანი ძალიან ცოტაა, – განაცხადა მედიასთან მამუკა გამყრელიძემ.

ამ მკვლელობაზე მან სოციალურ ქსელშიც დაწერა.
“მძახალი მომიკლეს. საკუთარ ბინაში, დაქირავებულმა მკვლელმა შვიდი ტყვია ესროლა. ვეკიდებით გაგებით. ბატონ ბიძინასაც დღეგრძელობას ვუსურვებ”- წერს გამყრელიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მკვლელობაში ბრალდებულ 30 წლის მამაკაცს ეძებენ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018